ლევან ჩარკვიანის ქ. #8
(ლისის ტბის მიმდებარედ)
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30
მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის ეგიდით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
21/11/2019

16 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენაცია ჩატარდა თემაზე: „რადიოლოგიური დიაგნოსტიკის თანამედროვე მიღწევები“. ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგნენ მსოფლიოში წამყვანი სამედიცინო აპარატურის მწარმოებლის „General Electric“-ის წარმომადგენლები ამერიკიდან.

ქართველ რადიოლოგებს, კლინიკურ ონკოლოგებს, ენდოკრინოლოგებს და ქირურგებს საშუალება ჰქონდათ, უფასოდ დასწრებოდნენ კონფერენციას, მიეღოთ მათთვის საჭირო ინფორმაციები, რეკომენდაციები და გაცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას.