ლევან ჩარკვიანის ქ. #8
(ლისის ტბის მიმდებარედ)
ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30
"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" ეგიდით შეკვეთილში ტარდება კონფერენცია თემაზე "ენდოკრინული და თავ-კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის და რეაბილიტაციის ძირითადი პრინციპები"
17/12/2019

20-21 დეკემბერს, დაბა შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“ ტარდება საქართველოს სამედიცინო განათლებისა და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის კონფერენცია თემაზე „ენდოკრინული და თავ-კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის და რეაბილიტაციის ძირითადი პრინციპები“.

კონფერენცია ტარდება „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" ეგიდით, პროფესორ კონსტანტინე მარდალეიშვილის ხელმძღვანელობით. 

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს თირეოიდოლოგიის საკითხების ონკოლოგიური თვალსაზრისით აქტუალიზაცია. ე.წ. „მცირე ზომის სიმსივნეების“ ოპერაციული ჩარევა-არჩარევის საკითხის, მკურნალობის პროცესში პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომის აუცილებლობის განხილვა. შესაბამისად, ახალი გზამკვლევების შემუშავება, არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა, სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის თემატიკა ეძღვნება ისეთ აქტუალურ პრობლემას, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის და პირის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკის თავისებურებები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.

სამედიცინო ფორუმზე მოხსენებებით წარსდგებიან „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ წამყვანი სპეციალისტები. პრაქტიკოს ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია ონკოლოგიის დარგის უახლეს მიღწევებზე.

კონფერენცია აკრედიტებულია პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ (27.11.2019; სხდომის ოქმი N13), მინიჭებული აქვს აკრედიტაციის ნომერი N C 0160 და 6 კრედიტ-ქულა. გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

პროგრამა განისაზღვრა სპეციალობებში "ენდოკრინოლოგია", "კლინიკური ონკოლოგია", "ზოგადი ქირურგია", "საოჯახო მედიცინა" სერტიფიცირებული ექიმებისთვის.

სამეცნიერო პროგრამა:

12:00 – 12:10
კონფერენციის გახსნა

12:10– 13.00
ფარისებრი ჯირკვლის კიბო, თავისა და კისრის სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები: სტატისტიკა,ტენდენციები,დიაგნოსტიკის თავისებურებები და მართვის გაუმჯობესების გზები.

თამარ მაკარიძე - ენდოკრინოლოგი, მედ.აკად. დოქტორი, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის სამეცნიერო დირექტორი, საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

13:10 -14:10
პირის ღრუს ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნეების მქონე პაციენტთა ქირურგიული რეაბილიტაცია, არტერიოლიზირებული ნაფლეთების გამოყენებით.

დ. ბახტურიძე - "კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" ქირურგი-ონკოლოგი, ყბა-სახის ქირურგი, გნათოლოგი, იმპლანტოლოგი.
კ. მარდალეიშვილი - ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის პირის ღრუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.

14:20 – 15:20
ფარისებრი ჯირკვლის პაპილური მიკროკარცინომა, დაავადების მიმდინარეობის, მეტასტაზირების და ქირურგიული მკურნალობის თავისებურებები.

გ. ხარძიანი - "კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" თავ-კისრის ქირურგიული განყოფილება, ყბა-სახის ქირურგი.

15:30 – 16:30
ფარისებრი ჯირკვლის შუასაყარში გავრცელებული მაღალდიფერენცირებული კიბოს ქირურგიული მკურნალობის ძირითადი პრინციპები.

ლ. ბახტაძე - "კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" თორაკო-აბდომინალური ონკო-ქირურგი.
ლ. კალმახელიძე -"კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" მედიცინის დოქტორი, თავ-კისრის ქირურგი, ონკოლოგი.
კ. მარდალეიშვილი - ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის პირის ღრუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.

16.40-17.30 - დისკუსია

17.30-18.00
კონფერენციის შეჯამება

კონსტანტინე მარდალეიშვილი - ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის პირის ღრუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.

21:30 კონფერენციის დახურვა